ზუგდიდის სოფელ ზედაეწერში სამი სახანძრო - სამაშველო ბრიგადა ეკალ-ბარდებში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობს.
ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს. ამავე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
სოფელის რწმუნებულის ირაკლი თორდიას თქმით, ამ დროისთვის ცეცხლის ცალკეული კერების ჩაქრობის სამუშაოები მიმდინარეობს და ტერიტორია დასახლებული ადგილიდან მოშორებითაა.
მასალის გამოყენების პირობები