ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი აშენდება.
მშენებლობის დაწყება მარტშია დაგეგმილი და მას სრულად ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ლუდუკი ხასიამ უთხრა. მისივე ცნობით, მოედნის მიმდებარედ 60 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაც არის დაგეგმილი.
„მოედანი პუშკინის და მოსკოვის ქუჩების სიახლოვეს აშენდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 10 მილიონ ლარზე მეტია. გათვალისწინებულია ორი სტადიონი, ერთი ხელოვნური საფარით და მეორე ბუნებრივი, სულ იქნება 4 ტრიბუნა. ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტებით გაკეთებული მოედანი, ამიტომაც იქ სასტუმრო აუცილებელია. ბიუჯეტის თანხა არ იხარჯება და სრულად დაფინანსებულია „ქართუს“ მიერ, მშენებლობას ასოციაცია „ატუ“ განახორციელებს“, - ამბობს ლუდუკი ხასია.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია.
ზუგდიდში რაგბის მოედნის მშენებლობა ჯერ კიდევ 2015 წელს
დაანონსდა.
მასალის გამოყენების პირობები