„არა ბულინგს“ - სტიკერი ყველა ზუგდიდელი მოსწავლის მერხზე (ფოტო, ვიდეო)
13:44 / 24.02.2020
ზუგდიდში ბულინგის თემაზე შექმნილი სტიკერების დარიგება მე-4 საჯარო სკოლიდან დაიწყო. მათი დიზაინი ზუგდიდელმა მოზარდმა გიგი სიჭინავამ შექმნა.
ნამუშევარში მის მიერ გამოგონილი პერსონაჟი 11 წლის ნიკუშაა გამოსახული, რომელსაც სახეზე დაზიანებები აღენიშნება და თანატოლები დასცინიან. აღნიშნული ინიციატივა გიგის დედას ნათია სახოკიას ეკუთვნის, რომელიც მან საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით განახორციელა.
"განვიცდი რომ ჩხუბობენ ბავშვები, არ მინდა იჩხუბონ. არ მიყვარს, რადგან ძალიან განვიცდი. ნახატზე ნიკუშაა, 11 წლის", - ამბობს გიგი სიჭინავა.
ნათია სახოკიას ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დაბეჭდილია 8 ათასი სტიკერი და ისინი ქალაქის სკოლებში დარიგდება. "მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეა გიგი და კონკურსის ფარგლებში "არა ბულინგის" თემაზე უნდა შეესრულებინა ნახატი. როცა გიგიმ მანახა ეს ნახატი, კარგად შესრულებული იყო აღსაქმელად. პირობითად, ძალადობდნენ ბიჭზე. ვიფიქრე, რომ მივსულიყავი ბატონ კახასთან და გამეზიარებინა ნახატის ამ სახით გავრცელების იდეა. მან მითხრა, რატომ მხოლოდ მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის? დაუკავშირდა მერიის წარმომადგენლებს და ასე მიიღეს გადაწყვეტილება გიგის ნახატის სტიკერებისთვის თანხა გამოეყო მერიას და მადლობა ამ თანადგომისთვის", - აღნიშნა ნათია სახოკიამ. მისივე თქმით, სტიკერები ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, მერხებზე თვალსაჩინო ადგილას გაიკვრება. ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის კახა ფარცვანიას თქმით, აღნიშნული აქცია ბულინგის პრევენციას გულისხმობს და მიზნად ისახავს მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას ძალადობისა და ჩაგვრის შედეგებზე. "სკოლა არის ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილი და არ არსებობს სკოლა, სადაც არ არის მსგავსი შემთხვევები. თუ ბულინგი არა, ძალადობის ნიშნები მაინც. შესაბამისად, მგონია რომ პრევენციის მიზნით მაინც მნიშვნელოვანია დავიწყოთ რაღაც კონკრეტული ღონისძიებები. ამიტომ დაიწყო კამპანია "არა ბულინგს სკოლაში". სანამ ცუდს გაიფიქრებენ ან მოიმოქმედებენ, დახედავენ გიგის ნახატს და მიხვდებიან რომ არ შეიძლება გული ატკინო თანატოლს", - თქვა კახა ფარცვანიამ. გიგი სიჭინავა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოზარდია. მას საკუთარი სახელოსნო აქვს, რომელიც მშობლებმა გაუხსნეს. გიგის 250-მდე პორტრეტი, 60-ზე მეტი ნახატი და 300-მდე ინოვაციური მანქანა და ნაძერწი ნივთი აქვს შექმნილი. მან მონაწილეობა მიიღო არაერთ გამოფენაში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები