ზუგდიდში, სააფთიაქო ქსელებში ამ დროისთვის პირბადეების შეძენა შეუძლებელია. როგორც ფარმაცევტები ამბობენ, სამედიცინო ნიღბებზე მოთხოვნა წუხელ, მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული
პირველი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
აფთიაქების ნაწილში მარაგი წუხელვე ამოიწურა, ნაწილში - რამდენიმე საათის წინ.
ზოგ აფთიაქში პირბადეების მარაგს დღის მეორე ნახევარში ელოდებიან, ნაწილს კი ამის შესახებ ინფორმაცია არა აქვს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები