ენგურის ხიდზე მოძრაობა ორივე მიმართულებით შეზღუდულია. როგორც გალელები ამბობენ, ე.წ. გამშვებ პუნქტზე მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სტუმრად მყოფ ადამიანებს და ტურისტებს ატარებენ.
მათივე ინფორმაციით, აფხაზურმა მხარემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
მანამდე, 28 იანვრიდან სოხუმმა კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით, ენგურის ხიდზე კონტროლის გამკაცრება გადაწყვიტა.
დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრის ვიტალი ბგანბას დავალებით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „ფსოუსა“ და „ენგურის“ ე.წ. გამშვებ პუნქტებზე განთავსდა მობილური პოლიკლინიკები, სადაც დისტანციური თერმომეტრებით ამოწმებენ მოქალაქეებს.
მასალის გამოყენების პირობები