საქართველოდან საფოსტო გზავნილით სამედიცინო ნიღბების გაგზავნა იკრძალება
საქართველოდან საფოსტო გზავნილით ნებისმიერი რაოდენობის სამედიცინო ნიღბის გაგზავნა იკრძალება. ინფორმაციას "საქართველოს ფოსტა" ავრცელებს.
"გაცნობებთ, რომ 2020 წლის 27 თებერვლიდან იკრძალება საქართველოს ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით (მიუხედავად გზავნილის სახეობისა), ნებისმიერი რაოდენობის სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკრძალვის მიუხედავად, გამგზავნის მიერ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილი შესაძლებელია დაექვემდებაროს ჩამორთმევას ან უკან დაბრუნებას. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, გამგზავნს არ აუნაზღაურდება მის მიერ გადახდილი საფოსტო გზავნილის გაგზავნის ღირებულება”,- აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები