ზუგდიდში, ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტი გაწერეს
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს, ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული ლიეტუვას მოქალაქე გაწერეს. ექიმ-ინფექციონისტის ლალი დარახველიძის ცნობით, პაციენტი კარგად გრძნობს თავს
და მას ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არა აღენიშნება.
უცხოეთის მოქალაქე საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 26 თებერვალს მოათავსეთ. არსებული ინფორმაციით, ის ვილნიუსიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში მეგობართან სტუმრად ჩამოვიდა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ორი შემთხვევაა გამოვლენილი.
მასალის გამოყენების პირობები