ფოთის პორტიდან ახალგაზრდა მამაკაცი კისრის არეში შემავალი ჭრილობით ფოთის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
რა გახდა მამაკაცის დაშავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
„პაციენტს აღენიშნება შემავალი ჭრილობა კისრის არეში და ასევე გულმკერდის ტრავმა. მისი მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და უტარდება შესაბამისი მკურნალობა“, - თქვა საავადმყოფოს დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტროში ამბობენ, რომ დეტალებს არკვევენ და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები