ზუგდიდის ბაზარში პურის კიდევ ათი თეთრით გაძვირებას მოვაჭრეები აპროტესტებენ. მათი თქმით, ფასმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჯამში 20 თეთრით მოიმატა და
ამის გამო კლიენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ამასთან, ამბობენ, რომ მომხმარებლების რაოდენობა თანდათან იკლებს. „ადრე თუ ღირდა 50 თეთრი, ახლა ღორს 70 თეთრი. არსად არ გაძვირებულა ასე, მხოლოდ ჩვენთან, გვაინტერესებს მიზეზი. მყიდველებიც აგრესიაზე გადმოდიან, ისედაც უჭირს ხალხს. ვითხოვთ, რომ დაუბრუნდეს ძველ ფასს“, - ამბობენ გამყიდველები.
მათივე ცნობით, ქუთაისის საცხობებიდან პური გაცილებით იაფად შემოაქვთ, ვიდრე ადგილობრივ მწარმოებლებს.
თავის მხრივ, მეწარმეები ამბობენ, რომ ფასის მომატება პურის ფქვილის გაძვირებამ გამოიწვია. საცხობ "ლეკოს" წარმომადგენელი გოჩა ბეჭვაია ამბობს, რომ პურ-ფუნთუშეული შარშან უნდა გაეძვირებინათ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ზუგდიდში არსებული სოციალირი მდგომარეობის გამო არ მიიღეს.
„ადრე პურის ფქვილი 36 ლარი ღირდა, ახლა ღირს 53 - 54 ლარი, რომელიც შემოგვაქვს ხან თბილისიდან, ხან ბათუმიდან. იძულებულები ვართ გავზარდოთ ფასი. მხოლოდ და მხოლოდ 10 თეთრი მოვუმატეთ. შარშან უნდა მომატებულიყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ზუგდიდში სხვა სიტუაციაა, არ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. წარმოებები გაკოტრების პირას არიან, ხომ უნდა გავცეთ ხელფასები, ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა და იძულებული გავხდით, 10 თეთრი მოგვემატებინა", - ამბობს გოჩა ბეჭვაია.
მისივე თქმით, ბაზარში სხვადასხვა ფასია, რაც მათზე არაა დამოკიდებული.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბურთით თამაში, სახელად ბურთუა, საუკუნეების განმავლობაში პოპულარული გახლდათ. მას თამაშობდნენ ბავშვები და დიდები, სხვადასხვა წესებითა და ფორმით — ხელით, ფეხით, ჩოგნითაც. ლელო ბურთი, ტანტრაცილიკი, ჭარკინუა და სხვა თამაშები დღესასწაულებზე ტარდებოდა და მთელ სოფელს აერთიანებდა.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები