კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ზუგდიდის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით დამუშავდა.
საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სადეზინფექციო სამუშაოები ასევე ჩატარდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებებში.
სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.
ამ ეტაპისთვის საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული.
მასალის გამოყენების პირობები