ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში
გუშინ გადაიყვანეს, კომიდან გამოვიდა. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
ამავე ცნობით, მისი წარმომადგენლის, რენატ კარჩაას თქმით, ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
„არის აშკარა დადებითი დინამიკა, გამოვიდა კომიდან და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, - აღნიშნა მან.
რენატ ქარჩაას ინფორმაციით, ასლან ბჟანია ადეკვატურად პასუხობს ყველა კითხვას, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ვერბალურად.
„იყო სპეკულაციები, რომ მას ინსულტი ჰქონდა, თუმცა მისი ამჟამინდელი მდგომარეობა უარყოფს ამ ვარაუდს“,- ამბობს ქარჩაა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნები 22 მარტს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები