სოხუმი სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე დაკავების სტატისტიკას აქვეყნებს
სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციული "საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის" 2019 წელს 140 ადამიანი დააკავეს, რაც ორჯერ ნაკლებია 2018 წლის მონაცემებზე.
ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის" ვებგვერდი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე "საზღვრის უკანონოდ კვეთის" ბრალდებით 7 მოქალაქის მიმართ აღიძრა, ერთი - ადმინისტრაციული წესით დააკავეს, 100 -ს კი ჯარიმა შეეფარდა, 8 ადამიანი "რესპუბლიკის ტერიტორიიდან გააძევეს".
ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დანარჩენი "დამრღვევების" მიმართ პროფილაქტიკური ღონისძიებები გატარდა. გარდა ამისა, "მესაზღვრეებმა" თამბაქოს პროდუქციის "საზღვარზე უკანონოდ გადატანის 13 ფაქტი აღკვეთეს'.
მასალის გამოყენების პირობები