მესტიაში, კურორტ თეთნულდზე ზვავში მოყოლილი ტურისტი თბილისში გადაიყვანეს. ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას.
როგორც მესტიის საავადმყოფოში რადიო
"ათინათს" უთხრეს, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
„საგანგებოს ვერტმფრენით გუშინ საღამოს გადაიყვანეს. ბარძაყი და მალა ჰქონდა მოტეხილი. ამოვარდნილი ჰქონდა მხრის სახსარი“, - ამბობენ მესტიის საავადმყოფოში.
მესტიაში, თეთნულდზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად სამი ტურისტი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ათი ადამიანისგან დაკომპლექტებული იტალიელი ტურისტების ჯგუფი თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე აკრძალულ ზონაში
სრიალებდა.
მასალის გამოყენების პირობები