ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მუხურის მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ პროცესში ჩართულია 45 მეხანძრე-მაშველი.
„რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა კვლავ ვერ ხერხდება. ხანძრის დასახლებულ პუნქტზე ან ტყის მასივზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია.შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, სოფელ მუხურის მიმდებარედ, მთაზე ღია ცეცხლი შეინიშნებოდა. ცეცხლი ეკალბარდს, ბალახს და ბუჩქებს ეკიდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.მთელი ღამის განმავლობაში, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები“,- ამბობენ საგანგებოში.
ამავე ცნობით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
ამავე თემაზე:
წალენჯიხა - ჩხოროწყუს საზღვარზე ეკალ-ბარდებს ცეცხლი უკიდია
მასალის გამოყენების პირობები