ზუგდიდში სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის 20 ბინიანი კორპუსის აშენება იგეგმება. ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე მერის მოადგილემ გიგა ფარულავამ ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, კორპუსის მშენებლობა შემოდგომაზე დაიწყება და მას სავარაუდოდ თავისუფლების ქუჩაზე ააშენებენ. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან საწყის ეტაპზე 500 000 ლარი გამოყოფა.
მასალის გამოყენების პირობები