ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. "ევროპული საქართველოს" წევრმა ბათლომე შელიამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მანამდე, ის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის შეცვლას ითხოვდა
და სურდა სახელმწიფო აუდიტის
დასკვნა სხვა საკთხებზე ადრე განეხილათ. მის მოთხოვნას არ დაეთანხმნენ უმრავლესობის დეპუტატები და თქვეს, რომ დამტკიცებული დღის წესრიგი არ შეიცვლებოდა. მანამდე, ასევე პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს ენმ-ს წევრებმა.
მათი თქმით, საკრებულოს წევრებს აუდიტის დასკვნის განხილვა არ სურთ.
მასალის გამოყენების პირობები