ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ელექტრომობილებს შეიძენს
2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრითვის“ 100 000 ლარი გამოიყო. გადაწყვეტილება ზუგდიდის საკრებულომ, მერიის მოთხოვნის საფუძველზე, დღევანდელ
სხდომაზე მიიღო. საკითხს, ბიუჯეტში შესატან სხვა ცვილებებთან ერთად, მხარი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს.
ბოტანიკური ბაღების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ზვიად ქარჩავას განმარტებით, დაგეგმილია ღია ტიპის, ტურისტებისთვის განკუთვნილი ორი ელექტრომობილის შეძენა.
„გვჭირდება ტურისტებისთვის, რათა ისინი ერთი ობიექტიდან მეორეში გადავიყვანოთ, მაგალითად რუხის ციხეში და მიმდებარე ტურისტულ ობიექტებში“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ქარჩავამ.
ახლად რებილიტირებულ ბაღში შესვლა ფასიანი 9 მარტიდან გახდება. აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო. მისი სრული რეაბილიტაციისთვის 11 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები