წალენჯიხაში ძლიერი ხანძრის ორი კერა გაჩნდა. მერის ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, ცეცხლი უკიდია ხმელ ბალახსა და ფიჩხებს სქურში,
მადანის მთაზე, ასევე, ეკალ-ბარდებს სოფელ მიქავაში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ის რამდენიმე ჰექტარზეა გავრცელებული. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო - სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი.
მერის თქმით, ცეცხლის კერები დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის და მისი გავრცელების საფრხე არ არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები