"სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს" - აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
12:50 / 07.03.2020
ზუგდიდში მედიის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებისადმი სოლიდარობა გამოხატეს.
ისინი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და კოლეგებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეს არ არის მარტო აჭარის ტელევიზიის პრობლემა და მედიის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი. „დღეს შევიკრიბეთ ჟურნალისტები იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გუნდს. ის, რაც დღეს იქ ხდება, არის ზეწოლა მედიაზე, თავისუფალ სიტყვაზე და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო მედიისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისთვისაც ეს ღირებულებები ძვირფასია. სოლიდარობას ვუცხადებთ საინფორმაციოს გუნდს“, - ამბობენ ისინი.
2019 წლის 22 ნოემბერს აჭარის ტელევიზიაში ხელმძღავნელობის შეცვლამ, საზოგადობერივ მაუწყებელში ჟურნალისტების პროტესტი გამოიწვია. საინფორმაციო გუნდის წევრების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ნაწილმა კი თავად დატოვა პოზიცია. მიმდინარე პროცესებს მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები აფასებენ, როგორც ზეწოლას, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას და მათზე რეაგირებას ითხოვენ.
ახალი ამბების გუნდს სოლიდარობა კოლეგებმა სხვადასხვა ქალაქშიც გამოუცხადეს.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები