შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
ქურდობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სენაკში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწია, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა კომპიუტერის მონიტორს, ელექტრობურღს, ელექტროსახრახნისს, ტელევიზორს, ვიდეოკამერას და სხვადასხვა საოჯახო ნივთს.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობას გულისხმობს.დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები