ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში: სამეგრელოს საინტერესო პოტენციალი აქვს (ვიდეო)
საქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონის მერებთან და მხარის გუბერნატორთან შეხვედრა გამართა. ის ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. მანამდე, მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს, მათ სალომე ზურაბიშვილისთვის შეკმაზული ლობიოს და მწვანე ხახვის გადაცემა სცადეს, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა კარგად გაიცნოს რეგიონში არსებული პრობლემები და წარმატებები. ამ ყველაფრის შესახებ  დღეს ვრცლად მოვისმინე და ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც მოვისმინე, რამდენი წარმატებაა სამეგრელოში და რამდენი საინტერესო პოტენციალი. ჯერჯერობით ვაგრძელებ საქმიანობას რეგიონებში, რამეთუ ის ხალხმრავლობასთან არ არის დაკავშირებული. ვთვლი, რომ პანიკა არ უნდა იყოს, უნდა იყოს სიფრთხილე. მოსახლეობას რაღაც განცდა უნდა მივცეთ, ის რაც შეიძლება, ყველაფერი გრძელდება, საქმიანობა არ არის შეწყვეტილი.  თუმცა, როგორც იქნება მითითებები, მეც დავემორჩილები. თუ უცხოეთში ვიზიტები შეიზღუდება, შეიზღუდება ჩემი ვიზიტებიც“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას მიმართავს და ამბობს, რომ შესაძლებელია, სახელმწიფომ რეგულაციები დააწესოს და მას უნდა დავემორჩილოთ.

„საბოლოო ჯამში, ყველაზე მთავარი არის მოქალაქეების თვითშეგნება. თითოეული მოქალაქე პასუხისმგებელია თავის ოჯახზე, თავის ირგვლივ მყოფ ადამიანებზე. საქართველო ჯერჯერობით არის სამაგალითო ყველა მიღებული ზომებით. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი შანსი, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ლუგარის ცენტრი, რომელიც არის სამაგალითო.არამხოლოდ აქ, არამხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში. ვიღაცეები თუ ებრძვიან ლუგარის ცენტრს, ესეც მოდის იქიდან, საიდანაც ჩვენ გვებრძვიან საერთოდ. გვახსოვს გასულ წელს როგორი  ჭორები იყო გავრცელებული ლუგარის ცენტრზე.  ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დავაფასოთ ის, რაც გვაქვს ქვეყანაში და ამიტომ მე ვიქნები ბოლომდე დამცველი, მაგრამ დაცვა არ სჭირდება, რადგან მათი საქმე ლაპარაკობს მათზე. პირადად მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გამყრელიძეს, ბატონ იმნაძეს და ყველა თანამშრომელს, რომელიც იქ მუშაობს და ასევე, ყველა მედ-პერსონალს, რომელიც დღე და ღამე მუშაობს იმისთვის, რომ დაძლეულ იქნას ეს მსოფლიო ჭირი“, - თქვა პრეზიდენტმა.

ზურაბშვილს დღეს რამდენიმე შეხვედრა აქვს დაგეგმილი, მათ შორის, პრეზიდენტი ზუგდიდელ ახალგაზრდა გიგი სიჭინავას სახელოსნოს ეწვევა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
10 / აპრილი 2025
სამეგრელოში არსებობდა ორი ერთმანეთთან შინაარსით ახლოს მდგომი და თითქმის იდენტური ტრადიციული წესი ,რომელსაც ოჭიშაფუს ანუ შესაწევარს და გინაფორალს ანუ გადასაფარს უწოდებდნენ. ,,ოჭიშაფუ“ ხდებოდა ქორწილის დროს და ,,გინაფორალი“ მიცვალებულის განსვენების პერიოდში. ასევე, მეგრულ წეს-ჩვეულებებში მოწმდება მატერიალური ურთიერთდახმარების ორი სახე: ნატურალური და ფულადი.დღევანდელ გადაცემაში დაწვრილებითაა აღწერილი ყველა ტრადიცია წესები და მოვალეობები.
10 / აპრილი 2025
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი მოადგილე ჰყავს. დავით ვერავას მოადგილედ გიორგი ნადარაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
10 / აპრილი 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სენაკში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გზდ საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.