სალომე ზურაბიშვილი სიჭინავას დამწვრობის მალამოს დამზადების უძველეს ისტორიას გაეცნო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში სიჭინავების ოჯახს ეწვია და დამწვრობის მალამოთი დაინტერესდა, რომელსაც ისინი მრავალი ათეული წელია ამზადებენ.
პრეზიდენტი მათ გუშინ ესტუმრა. მარინა ჭიჭინაძე, რომელიც ქართული ტრადიციული მედიცინის მეთოდით დამწვრობის მალამოს ამზადებს, ამბობს სალომე ზურაბიშვილი მას ლიცენზიის მოპოვებაში დახმარებას დაჰპირდა.
"გადავწყვიტეთ ლიცენზიის მოპოვება, მაგრამ ეს ძალიან დიდ თანხასთან არის დაკავშირებული. მოვუყევი პრეზიდენტს თუ რამდენად ეფექტურია მალამო. ვუთხარი, რომ საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებშიც მიაქვთ, მათ შორის, საფრანგეთშიც. მითხრა, რომ დაგვეხმარება. ამასთან, გვირჩია, რომ სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოშიც" შეგვეტანა განაცხადი. არ ვიცი საიდან გაიგო ჩვენს შესახებ“, - ამბობს მარინა ჭიჭინაძე.
სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში გუშინ იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები