მას შემდეგ, რაც ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი გახდა, 200-ზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ ბაღის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზვიად ქარჩავამ უთხრა.
მისივე თქმით, ფასის დაწესებას სტუმრების რაოდენობაზე გავლენა არ მოუხდენია.
ბაღის დამთვალიერებლებისთვის სააბონენტო ტარიფების შესახებ მიმდინარე თვეში გახდა
ცნობილი, თუმცა ფასებთან დაკავშირებით
მუშაობა გრძელდება.ბოტანიკური ბაღის რეაბილისტაციისთვის ჯამში 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. სამუშაოები 2018 წლის იანვარში დაიწყო და 2019 დეკემბერში დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები