ხანძარია წალენჯიხის ერთ-ერთ გარეუბანში, მოსახლეობის სიახლოვეს. ადგილზე სამაშველო ბრიგადა ჯერ არ მისულა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ
უთხრა. მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ცეცხლის სულ 4 კერაა დაფიქსირებული.„სულ ცეცლის 4 კერა გვაქვს, მათ შორის, სააბულაძოს უბანში, სადაც რთული ვითარებაა. გავრცელების საშიშროება არსებობს, თუმცა ვფიქრობ, ტექნიკა მოგვისწრებს და ჩააქრობენ. მაშველები ამ უბნისკენ უკვე წამოვიდნენ. მანამდე ისინი ნაკიფუში მუშაობდნენ, სადაც ცეცხლი ლიკვიდირებულია. ასევე, ღია კერებია მახარიაში, პალურში და ჯვარში. არ გვყოფნის ტექნიკა, მაგრამ რას ვიზამთ, რაც გვაქვს იმას ვიყენებთ“, - თქვა ფარცვანიამ.
მასალის გამოყენების პირობები