ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში 3 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე ხანძარია გავრცელებული.
როგორც რადიო „ათინათს“ სოფლის რწმუნებულმა ირაკლი თორდიამ უთხრა, ცეცხლი ეკალ-ბარდებს წაეკიდა, რის შედეგადაც დაიწვა თხილნარი და წიწვოვანი ხეები.
ამ წუთებში ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობენ.
გადაადგილება შეზღუდულია ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით, რადგან სწორედ ამ გზის მიმდებარედ გავრცელდა ხანძარი.
მასალის გამოყენების პირობები