გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარტვილის სოფელ სალხინოსა და თამაკონში ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
საამქროების მიმდებარედ, მოქალაქეებს, ჯამში, 200 ერთეულზე მეტი წიფლისა და ფიჭვის სახეობის ფიცარი ჰქონდათ განთავსებული. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. ამავე ცნობით, ორივე საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
მასალის გამოყენების პირობები