სამეგრელოში და მათ შორის ზუგდიდში მომდევნო დღეების განმავლობაში ამინდი გაუარესდება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" გარემოს ეროვნულ სააგენტოში უთხრეს.
ამავე ცნობით, არამდგრადი ამინდი 17 მარტამდე შენარჩუნდება. მოსალოდნელია ტემპერატურის კლება.
“დღეს მთელი დღის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი, ტემპერატურა გუშინდელთან შედარებით 15 -16 გრადუსამდე დაიკლებს. არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება 17 მარტამდე. ჰაერის ტემპერატურა 13-14 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო შესაძლოა 16- 17 მარტს მაღალ მთიან რაიონებში, მათ შორის მესტიაში მოთოვოს“,- ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
ბოლო დღეების განმავლობაში სამეგრელოში ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსს აღწევდა.
მასალის გამოყენების პირობები