ზუგდიდში თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა შემცირდა. ამის შესახებ "საზოგადობრივი ჯანდაცვის" ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ რადიო ,,ათინათს'' უთხრა.
მისივე თქმით, რვა პირს თვითიზოლაციაში ყოფნის ვადა ამოეწურა, ხოლო 15 ადამიანი მეთვალყურეობის ქვეშ კვლავ რჩება.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33-ს შეადგენს.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, რომელიც სრულად გამოჯანმრთელდა, კლინიკას სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. მისივე განმარტებით, გამოჯანმრთელებული პაციენტი ერთი კვირა თვითიზოლაციაში იქნება. რაც შეეხება მეორე პაციენტს, რომელთანაც პირველ ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს, ეზუგბაიას თქმით, დღეს კიდევ ერთი ტესტირება ჩაუტარდება.
მასალის გამოყენების პირობები