აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ ომის ვეტერანის, "აფხაზეთის გმირის", ვალერი აიბას
მკვლელობის ფაქტი დაადასტურა, წერს "აბხაზია ინფორმი". გამოცემის ცნობით, დაუდგენელმა პირებმა აიბას დილის 9 საათზე საკუთარ სახლთან გაუხსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც, ის ადგილზე გარდაიცვალა.
გუდაუთის პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები დამნაშავეების ვინაობის დასაგდენად.
მასალის გამოყენების პირობები