დილიდან ზუგდიდის ერთ - ერთი საცხობი პურს და ფუნთუშეულს უფასოდ არიგებს.
"გადავწყვიტეთ დავეხმაროთ ხალხს, ამიტომ დღეს პური და ფუნთუშეული უფასოდ გაიცემა. ყველაფერი გათვლილი გვაქვს და დისტანცია მარკეტში დაცულია. ამ დროისთვის 400-მდე პური დავარიგეთ უფასოდ’’, - ამის შესახებ რადიო ,
,ათინათს’’ "ზუგდიდის პურის" დირექტორმა დავით ჯიქიამ უთხრა.
მისი თქმით, საცხობში 1500-მდე პურის მარაგი აქვთ და აქცია დღის ბოლომდე გაგრძელდება.
რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის თონემ მოსახლეობისთვის პური უფასოდ
დაარიგა.
მასალის გამოყენების პირობები