მძიმე ავადმყოფობის შედეგად 24 წლის მხატვრი შაკო შუკვანი გარდაიცვალა. „სვანეთინიუსის“ ინფორმაციით, ის ავადმყოფობას რვა თვის განმავლობაში ებრძოდა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.
მან მკურნალობის კურსი თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაიარა, თუმცა უშედეგოდ. ამავე ინფორმაციით, მხატვარმა სიცოცხლის ბოლო დღეები მშობლიურ მხარეში, სვანეთში გაატარა. მას ლენჯერის საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
მასალის გამოყენების პირობები