სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონში ფანჩვიძეების ოჯახი მოინახულა და 5 წლის ქრისტინას პირადი სახსრებით საჩუქრები გადასცა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, გოგონამ ალექსანდრე მოწერელიასგან საჩუქრად ის ნივთები მიიღო, რაზეც ის რადიო "
ათინათის" მომზადებულ
მასალაში საუბრობდა. კერძოდ, გუბერნატორმა მას პორტატული კომპიუტერი, საწოლი, კომპიუტერის მაგიდა, ფულადი დახმარება და ტკბილეული გადასცა.
მხარის რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა კი პატარა გოგონას ველოსიპედი აჩუქა.
ალექსანდრე მოწერელია სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლის მშენებლობაში დახმარებას, ხოლო ქრისტინას მამას დასაქმებას დაპირდა.
მასალის გამოყენების პირობები