ხუთი ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ლიაში.
მსუბუქი ავტომობილი, სავალი გზიდან გადავარდა და ამობრუნდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მანქანაში მყოფი მგზავრები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
მასალის გამოყენების პირობები