ზუგდიდში, სვანეთის კოშკის მიმდებარედ არსებული სავაჭრო დახლები და ჯიხურები აიღეს, რამაც გარემოვაჭრეების გაღიზიანება გამოიწვია. იქ მომუშავე ადამიანები ცდილობდნენ, მათი სავაჭრო ობიექტების დაშლის უფლება მერიის
ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებისთვის არ მიეცათ. მცირე დაპირისპირების დროს, ერთ-ერთი გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა.
„ზედამხედველობის სამსახურის“ თანამშრომლების თქმით, სავაჭრო დახლების აღების მიზეზი უნებართვო საქმიანობა და ამასთან ერთად, კორონავირუსის პირობებში გაზრდილი საფრთხეა.
თავის მხრივ, მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ ხილ-ბოსტანი, რომელიც გასაყიდად ჰქონდათ, გაუფუჭდებათ და ფინანსური ზარალი მიადგებათ.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამდიცინო ბრიგადა და პოლიცია.
მასალის გამოყენების პირობები