ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლში ხანძარია. თვითმხილველების ინფორმაციით ცეცხლი სახურავს, სავარაუდოდ,
ბუხრიდან მოედო. მათივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ოჯახის წევრებმა მოასწრეს გამოსვლა. ჯერჯერობით ვერ ხერხდება ხანძრის ჩაქრობა", - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილზე მყოფმა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სამედიცინო ბრიგადები.
მასალის გამოყენების პირობები