მსოფლიო მასშტაბით კრიტიკული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ზუთხის უიშვიათესი სახეობის "ფორეჯის" (ჯარღალას) მეორე ინდივიდი მდინარე რიონში,
ამჯერად ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში დაფიქსირდა.
ის ადგილობრივმა მეთევზემ დავით კვაჭანტირაძემ ანკესით თევზაობისას, შემთხვევით დაიჭირა.
მისი თქმით, ზუთხის ეს სახეობა დაჭერისთანვე ამოიცნო, რადგან ინფორმაცია ჰქონდა, როგორც ტელევიზიით ასევე ინტერნეტით.
ზუთხს მეთევზემ ფოტო და ვიდეო გადაუღო, ასევე მოხდა გენეტიკური სინჯის აღება. შემდეგ თევზი მან ცოცხლად დააბრუნა მდინარე რიონში.
მასალის გამოყენების პირობები