სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, 23 აპრილიდან ზუგდიდის აგრარული ბაზრის ნაწილი გაიხსნება.
აგრარულ ბაზარში ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნის სექცია იფუნქციონირებს. ფუნქციონირება უკვე დაიწყეს ფოთის ბაზარში მდებარე სასურსათო მაღაზიებმა
,,ფოთში ფუნქციონირება დაიწყო ბაზარში განთავსებულმა სასურსათო მაღაზიებმა, რომლებიც შესაბამის ნორმებს აკმაყოფილებენ, ასევე ხვალიდან დაიწყებს ფუნქციონირებას ზუგდიდის აგრარულ ბაზარში არსებული სასურსათო მაღაზიები, ასევე სექცია რომელიც რძის პროდუქტებს და ხორცს ყიდის“- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
ზუგდიდის აგრარულ ბაზარში დაცული იქნება ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციები, ტერიტორიაზე რიგებს მოხალისეები, სამართალდამცველები და ზედამხედველობის სამსახურის წარმოამდგენლები გააკონტროლებენ. ბაზარში შესასვლელად მოქალაქეებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პირბადე.
ზუგდიდის აგრარული ბაზარი, დროებით 16 აპრილს
დაიხურა, მიზეზი წინასადღესასწაულო პერიოდში მოქალაქეთა რიგების მოუწესრიგებლობა გახდა.
მასალის გამოყენების პირობები