ალექსანდრე მოწერელია - მოქალაქეებს დახმარებისთვის შეუძლიათ სოფლის რწმუნებულებს და საკრებულოს მაჟორიტარებს მიმართონ (ვიდეო)
13:34 / 23.04.2020
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს ვისაც განსაკუთრებული საჭიროებები აქვს შეუძლიათ სოფლის რწმუნებულებს და საკრებულოს მაჟორიტარებს მიმართონ, რომლებიც მათ მოემსახურებიან.
საუბარია სურსათით და მედიკამენტებით მომარაგების საკითხებზე, ასევე სამედიცინო მომსახურეობასთან დაკავშირებულ გადაადგილებაზე. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო რწმუნებულმა მედიასთან გააკეთა.
მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და შესაბამის მერიებს არსებულ საჭიროებნეთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე დაუკავშირდენენ.
მოწერელიას თქმით, სოფლებში რწმუნებულებს და მაჟორიტარებს აქვთ გადაადგილების უფლება და ისინი ემსახურებიან მოსახლეობას.
„სოფლებში, სოფლის რწმუნებულებს და მაჟორიტარებს მივეცით იმის საშუალება, რომ მათ ჰქონოდათ გადაადგილების უფლება იმისათვის, რომ მომსახურებოდნენ ჩვენს მოსახლეობას. იქ, სადაც მათი რესურსი შეიძლება საკმარისი არ იყოს, მოსახლეობას შეუძლია დარეკოს პირდაპირ მუნიციპალიტეტში ან ცხელ ხაზზე“, - განაცხადა მოწერელიამ.
ალექსანდრე მოწერელიამ აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. ზუგდიდის ბაზარის ნაწილი დღეს გაიხსნა.
''ბაზარში მყოფი მეწარმეები ითვალისწინებდნენ ყველა რეკომენდაციებს, რაც იყო სურსათის ეროვნული სააგენტოდან და ჯანდაცვის სამინისტროდან, თუმცა გარეთ რიგის გაკონტროლება შეუძლებელი გახდა აღდგომამდე. დღეს, როდესაც მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია, რისკი იმისა, რომ დადგეს გაუკონტროლებელი რიგი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, არ არის და ამიტომ დაიწყო ფუნქციონირება“, - განმარტა მოწერელიამ.
გუბერნატორი სასაოფლო-სამეურნეო სამუშაოების და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პროდუქციის რეალიზაციის საკითხსაც შეეხო.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები