ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ვაჭარაძე გახდა. ფარულ კენჭისყრაში საკრებულოს 21 წევრი მონაწილეობდა.
აქედან, მის კანდიდატურას მხარი 19 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 2 წინააღმდეგი წავიდა. კენჟისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს დარეჯან ცქვიტარიას.
„იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე კოლეგიალურად გავაგრძელებთ ყველანი ურთიერთთანამშრომლობას. ვინც ჩემს კანდიდატურას მხარს არ უჭერდა, მათი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია“, - თქვა ვაჭარაძემ.
ფოთში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კაკულია პასუხისგებაში მიეცა. გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები