ზუგდიდის სოფელ ინგირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. როგორც რადიო "ათინათს" სოფელში მერის რწმუნებულის
მოადგილემ ხათუნა ახალაიამ უთხრა, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
"მცირე დაზიანებები აქვთ, როგორც მითხრეს სანიაღვრე არხში გადავარდა მანქანა. ერთმანეთის ნათესავები არიან", - თქვა მან.
რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები