აბაშაში მიუსაფარი ძაღლებისთვის 20 სახლი დაამზადეს. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 900 ლარი გამოიყო.
10 სახლი სოფლებში წყემსა და ქოლობანში, მთავარ მაგისტრალთან ახლოს უკვე დადგეს, ხოლო მეორე ამდენს, სხვადასხვა ადგილზე უახლოეს დღეებში განათავსებენ. მერიაში ამბობენ, რომ ინიციატივა საკრებულოს წევრს ირაკლი ჭანტურიას და მერს ლევან მაკალათიას ეკუთვნით.
“უპატრონო მიუსაფარი ძაღლებისთვის შესაბამისი პირობების სახლები დაიდგა და ამისთვის მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამაში წვლილი მიუძღვის. ბედნიერი ვარ, რომ ამ მნიშვნელოვან საქმეში ჩემი წვლილიც არის. დღეს მოვინახულე სახლები და ძალიან გახარებული ვარ”, - უთხრა რადიო
„ათინათს“ დეპუტატმა ირაკლი ჭანტურიამ.
მერიაში გვითხრეს, რომ პროექტი საჭიროების მიხედვით გაგრძელდება.
ფოტო: ირაკლი ჭანტურია
მასალის გამოყენების პირობები