ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი ზუგდიდში მცხოვრებ ვეტერანებს დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
მათ სახელმწიფო რწმუნებულის საჩუქრები, ასევე საკრებულოს წევრებისგან პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები გადაეცათ.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მერიამ 500-500, ხოლო ზურგის მუშაკებს კი 200-200 ლარი ჩაურიცხა.
სულ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 7 ვეტერანი ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები