ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში ადგილობრივი რამაზ სიჭინავას კერძო სახლი მთლიანად დაიწვა. როგორც რადიო "ათინათს" სოფლის მაჟორიტარმა დავით შელიამ
უთხრა ხანძარი, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
"ორსართულიანი სახლია, რომელიც ფაქტობრივად დაიწვა სრულად. მოკლე ჩართვა იყო და სავარაუდოდ ამან გამოიწვია. ვესაუბრე მერს, მან დახმარების სურვილი გამოთქვა", - გვითხრა შელიამ.
მისივე თქმით, ოჯახის წევრები ღამის გასათევად მეზობლებთან და ნათესავებთან გადანაწილდებიან.
მასალის გამოყენების პირობები