გალის რაიონის "მილიციის" განყოფილების უფროსად ლოურენს კოღონია დაინიშნა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს გალის რაიონული განყოფილების უფროსად
"მილიციის" პოლკოვნიკი ლოურენს კოღონია დაინიშნა, წერს გამოცემა "აიაირა".
ამავე ინფორმაციით, კოღონია სხვადასხვა დროს გალის, ოჩამჩირეს და სოხუმის რაიონების მილიციის განყოფილებებს ხელმძღვანელობდა. შს "მინისტრმა" დიმიტრი დბარმა, მისი წარდგენისას აღნიშნა, რომ გალის რაიონში კრიმინოგენული სიტუაცია გაცილებით უკეთესია, ვიდრე გასულ წლებში, მაგრამ, ამჟამინდელი რთული ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, "მილიცია მოსახლეობისგან თანხის გამოძალვას არ დაუშვებს". მისი თქმით, "რაიონს სისტემატიურად გააკონტროლებენ უწყების ცენტრალური აპარატის თანამშრომლები, კორუფციის ნიშნების აღმოსაფხვრელად".
მასალის გამოყენების პირობები