ახალი ამბები
ზუგდიდში კრივის დარბაზის მოწყობა იგეგმება
ზუგდიდში, სპორტკომპლექსის შენობის მიმდებარედ კრივის დარბაზი მოეწყობა. შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე ტენდერი მერიამ დღეს გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 12 ათას ლარს შეადგენს.

დოკუმენტაციის მიხედვით, რინგის მოწყობასთან ერთად, საინვენტარო, საშხაპე, ადმინისტრაცია, საპირფარეშო და გასახდელი ოთახების მშენებლობა უნდა იყოს გათვალისწინებული.

ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ წარმომადგენლის და მწვრთნელის, გაგა თოდუას ინფორმაციით, კრივის ჯგუფში 100 მოზარდი, მათ შორის, რამდენიმე წარმატებული სპორტსმენი ირიცხება.

„ჩვენ გვაქვს ოლიმპიური დონის რინგი, თუმცა არ გვაქვს ცალკე დარბაზი და ეს დისკომფორტს გვიქმნის. ჩვენ გვყავს ევროპის ჩემპიონი, ფინალისტი და პრიზიორები, მათ შორის, გოგოები. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად აშენდეს ეს შენობა, რადგან ის უმრავი კარგი მოკრივის აღზრდას შეუწყობს ხელს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გაგა თოდუამ.

ტენდერით დაინტერესებულმა პრედენდენტმა წინადადება 28 მაისამდე უნდა წარადგინოს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.