2020 წლის 14 და 15 მაისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის ინიციატივით, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გაიმართა ონლაინ ჩართვები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებძე.
14 მაისს, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსმა კახაბერ ფარცვანიამ ისაუბრა განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე შექმნილი სიტუაციებიდან გამომდინარე, თუ რა პრობლემების წინ დადგა განათლების სფერო და რა ზომები იქნა მიღებული. ასევე შეეხო პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცედურას. ჩართვის ბოლო ნაწილი კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა, რომლის დროსაც ხაზგასმული იქნა სკოლაში არაფორმალურ განათლების მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე. ასევე სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებზე მორგებულ პროგრამებზე.
15 მაისს - იურისტი რუსუდან პაჭკორიას ონლაინ ჩართვის თემა იყო: საქართველოს ხელისუფლების ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური გეგმის II ეტაპის ღონისძიებები- მიზნობრივი სოციალური დახმარება მოქალაქეებისთვის. ექსპერტმა მსმენელებს მიაწოდა ინფორმაცია შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღებთა ჯგუფები;
მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღების წესი და პირობები. მსმენელებს ასევე მიეწოდა შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზების ნომრები და ინფორმაცია კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღებ პირთა რეგისტრაციის პროცესის შესახებ. ორივე ონლაინ ჩართვამ მსმენელთა ინტერესი გამოიწვია, რაზეც მეტყველებს დასმული შეკითხვები და მნახველთა რაოდენობა. ჩართვები შესაძლებელია იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
14 მაისის ჩართვა: 15 მაისის ჩართვა: ონლაინ შეხვედრები ჩატარდა პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (CSSIGE) ფარგლებში. „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ.
მასალის გამოყენების პირობები