რუსი სამხედროები აგრძელებენ უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციულ საზღვარზე. ადგილობრივები ამბობენ, რომ ოკუპანტები ე.წ. საზღვართან კვირაში რამდენჯერმე მიდიან სხვადასხვა სამუშაოებს ახორციელებენ.
„ხან ბოძებს ცვლიან, ხან მავთულხლართებს ავლებენ. ამ პროცესს უკვე ყურადღებას არ ვაქცევთ. ზოგჯერ გადმოწევენ „საზღვარს“, ზოგჯერ გადაწევენ და არიან ასე, თავიანთ ნება-სურვილზე“, - ამბობენ ხურჩელები.
ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციული საზღვარი
აღნიშნულს ადასტურებენ სუს-ში და ამბობენ, რომ შეიცვალა ადრე არსებული მავთულხლართები და დამატებითი უკანონო ინსტალაციები
აღიმართა.
„უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას“, - ამბობენ სუს-ში.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
მასალის გამოყენების პირობები