რუხის კლინიკა: კოვიდდადებითი 9-ვე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფლებელია
რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში მოთავსებული კოვიდდადასტურებული 9-ვე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი
აგრძელებენ შესაბამისი მკურნალობის კურსს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს ადმინისტრაციაში უთხრეს.
გარდა ამისა, აქ ცხელების ნიშნებით მოთავსებულია 16 პაციენტი და მათზე დაკვირვრბა მიმდინარეობს.
ინფორმაციისთვის, წუხელ, გვიან ღამით რუხის საავადმყოფოდნ კოვიდდადასტურებული ერთი პაციენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტი ასაკოვანი ქალია და ის ტრაილერის მძღოლის კლასტერს მიეკუთვნება.
მასალის გამოყენების პირობები