დღეიდან მოქალაქეებს სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლა არ ეკრძალებათ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაშია ნათქვამი.
ამასთან, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან, მაგალითად, ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.
სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა, გარდა მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა, 17 აპრილიდან იყო აკრძალული.
შეგახსენებთ, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 23 მაისიდან აღარ მოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები