ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლის საკითხზე დისციპლინური კომიტეტის წევრები დღეს იმსჯელებენ. სკოლის კომიტეტის შემადგენლობაში
მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები შედიან.
ინფორმაციისთვის, პედაგოგმა ხათუნა ქვარცხავამ სოციალურ ქსელში 2020 წლის გამოშვებას სიძულვილის ენის შემცვლელი და დისკრიმინაციული პოსტი მიუძღვნა. ის წერდა, რომ ზოგიერთი კურსდამთავრებულის სახელის გაგონებაც ზარავს და უხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შეხვდება. მასწავლებლის ამ პოსტმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.
სკოლის დირექტორი ნინო გოგინავა პედაგოგის მიერ მოსწავლეების მისამართით გამოთქმულ მოსაზრებებს ემიჯნება და მიუღებელს უწოდებს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდელი მასწავლებელი კურსდამთავრებულებზე: ზოგიერთის სახელის ხსენება მზარავს
ვნანობ, არ იყო სწორი - ზუგდიდელი პედაგოგი სიძულვილის ენის შემცველ სტატუსზე
მასალის გამოყენების პირობები